დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს ქ. ქუთაისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სასცენო კოლეგიისა და შემოქმედებითი გაერთიანების წევრად (1960-1992), ჟურნალ ”ცისკარში” (1973-1977), ალმანახ ”საუნჯის” მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1982-1986), ალმანახ ”განთიადის” მთავარ რედაქტორად (1987-1992), მწერალთა კავშირის მდივნად, ლიტერატორთა სახლის პრეზიდენტად და საქართველოს ლიტფონდის თავმჯდომარედ (1992-2000).
1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985), ღირსების ორდენის კავალერი.