კვირაში ორჯერ დარსა თუ ავდარში, სხვადასხვა ასაკის მამაკაცები პროვინციული პატარა ქალაქის გაყინულ კლუბში იკრიბებიან. მათ, ქართული სიმღერის გარდა, გუნდის ხელმძღვანელის – მშვენიერი ქალბატონის ფარული სიყვარული აერთიანებთ.
გადაღებულია რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით
ფესტივალები და პრიზები:
1969
აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის ტელეფილმების მე–10 დათვალიერების დიპლომი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისათვის. ქ. კიევი
1970
კინემატოგრაფისტთა საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფესტივალის პრიზი, ქ. მოსკოვი