პრესტიჟული სამეცნიერო პრემია და ბრინჯაოს მოზრდილი ქანდაკება: ამ საპატიო ჯილდოს მოპოვებას პროფესორმა აკაკი ღვალაძემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ახდენილი ოცნება ქიმერასავით ქრება: პროფესორის კოლეგები პრემიის ხელში ჩასაგდებად ბინძურ ფანდებს არ თაკილობენ. სიდუხჭირეში მცხოვრები მეცნიერის ოჯახისთვის კი ამ ჯილდოს ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ ჯართის ჩამბარებელი პუნქტის ტარიფით განისაზღვრება.