დაიბადა ტყიბულში 1955 წლის 15 დეკემბერს. 1978-1981 წლებში იყო ოსტანკინოს სპეც. კორესპონდენტი სტავროპოლის მხარეში (კამინვოდის ფილიალი ქ. პიატიგორსკი), 1981-1984 წლებში მუშაობდა "მოსფილმში", გორკის სახ. კინოსტუდიაში, "ლენფილმში" კინოოპერატორის ასისტენტად და მეორე ოპერატორად. 1984 წლიდან მუშაობს კ/ს "ქართულ ფილმში". 1994 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი კინო და ტელეფილმის ოპერატორის სპეციალობით, არის ხელოვნების მაგისტრი (1994). 1992 წლიდან საქ.ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჰუმანიტარულ–ტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობს ფოტოგრაფიისა და საოპერატორო ხელოვნების ლექციების კურსს. არის სტუ–ს ასოცირებული პროფესორი (2006). კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1997).