არსენას ყანაში მუშაობა მობეზრდა და სამუშაოდ გემზე წასვლა გადაწყვიტა. ბათუმში კინოექსპედიციაში დაიწყო მუშაობა მაშველად. ჯგუფის დირექტორმა ის რეჟისორს გამოცდილ მეზღვაურად წარუდგინა. არსენა გადამღები ჯგუფის შფოთიან ცხოვრებას ვერ შეეგუა, უსაქმურობისგან დაღლილი, ყველას ფეხებში ედებოდა, მოენატრა სოფელი, თავისიანები და ყანა. ერთხელ კინაღამ დაიხრჩო – როგორც გამოირკვა, ნაქებ "ზღვის მგელს" ცურვაც არ სცოდნია. შერცხვენილი არსენა სოფელს დაუბრუნდა.