მოხუცი მეზღვაური დღეებს ზღვის სანაპიროზე ატარებს და უკიდეგანო სივრცის ჭვრეტით ტკბება. ახალგაზრდების შემყურე, ერთ დღეს ცდუნებას ვერ გაუძლებს, ტალღებში გადაეშვება და მათ მხარდამხარ გაცურავს. ახალგაზრდებს შორის ყველაზე ღონიერი, დათო, მოხუცის გაფრთხილებას ყურს არ უგდებს, წინ თავდავიწყებით მიცურავს - მხიარული შეჯიბრი მალე სტიქიასთან ბრძოლად გადაიქცევა. მოხუცი უკანასკნელ ძალას მოიკრებს, რომ ძალაგამოცლილი ახალგაზრდა ტალღებს გამოსტაცოს და ნაპირზე გამოიყვანოს.