დაიბადა ბაქოში 1909 წლის 1 ივლისს (ძვ. სტ 18 ივნისს). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრში.1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში.1955-1960 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა სცენურ მეტყველებას. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია (1966) , რუსთაველის სახელობის პრემია (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით.