გაჭირვებული გურული გლეხი ივანე თავად გურიელის ქვრივს ხე-ტყის დამზადების ნებართვას გამოსთხოვს. შვილთან ერთად დღე და ღამე მუშაობს, ტყეს ჭრის და ტივებს ამზადებს, რომ ფოთში გაყიდოს და აღებული ფულით ოჯახი გამოკვებოს, გადასახადები გაისტუმროს. გურიელი ტყის გაყიდვას გადაწყვეტს, მაგრამ ფირალი დათიკო დარჩია ივანეს გამოესარჩლება და ქვრივს განზრახვაზე ხელს ააღებინებს. მამა-შვილი დამზადებულ ხე-ტყეს ფოთში წაიღებს, მაგრამ პალიასტომზე ქარიშხალი ამოვარდება და ორივე დაიღუპება.