მშრომელი გლეხები სარდიონი და იაგორა მეგობრები არიან. იაგორამ და თანასოფლელებმა არ იციან, რომ სარდიონი უცხოეთის დაზვერვის აგენტია. იაგორას შვილი, სამოქალაქო ომის დროს საზღვარგარეთ გაქცეული ნოდარი უცხოეთის დაზვერვის დავალებას შეასრულებს და სარდიონის მეგზურობით სამშობლოში დივერსანტებს შემოაპარებს. მესაზღვრეებისგან დევნილი ნოდარი თავს მამის სახლს შეაფარებს. იაგორა შვილის საქციელს დაგმობს და მის დაპატიმრებას ხელს შეუწყობს.