ხევსურებმა ორი ქისტი მოკლეს. ადათის მიხედვით, ქისტებმა თანამოძმეთა სისხლი უნდა აიღონ, მაგრამ ქისტები შურისძიებაზე უარს იტყვიან. მოკლულებს სოფლის საზღვართან მიწას მიაბარებენ და ხევსურებს შერიგების ნიშნად სეპარატორს დაუტოვებენ. ხევსურებს შერიგების არ სწამთ, სეპარატორს დაამტვრევენ, შერიგების მომხრე მგელიას კი მოკლავენ. მგელიას ძმა თორღვა დარწმუნებულია ქისტების უდანაშაულობაში და სისხლის აღებას არ აპირებს. თანასოფლელები ლაჩრად ჩათვლიან, საცოლეც მიატოვებს. თორღვა ხალხს დაუმტკიცებს, რომ შუღლის გამღვივებლები ახალი ცხოვრებით უკმაყოფილო ქისტი და ხევსური ბობოლები არიან.