დაიბადა 1903 წლის 7 იანვარს. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938-1951 წლებში მუშობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარ დირიჟორად. 1943-1951 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს ორკესტრს, ხოლო 1954-1957 წლებში სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).