შრომითი შეჯიბრების ხელშეკრულების დასადებად საქართველოში უკრაინელ კოლმეურნთა დელეგაცია ჩამოდის. სოფელ შრომის მცხოვრებლები სტუმრებს სიხარულით ხვდებიან, ოჯახებში ეპატიჟებიან და უმეგობრდებიან. მალე ქართველებიც ეწვევიან უკრაინელებს. მასპინძლები სტუმრების დახმარებით დიდ მოსავალს აიღებენ. ყველა ერთად ზეიმობს შრომით წარმატებას და ქართველი ვაჟისა და უკრაინელი გოგონას დაქორწინებას.