რაჭველ გლეხის ბიჭს, კალენიკეს ფიზიკურ ძალასთან ერთად კრივის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდება. მისი მწვრთნელი და მფარველი ბაადურ ხერხეულიძე უცხოელთან კონტრაქტს გააფორმებს და კალენიკესთან ერთად პარიზში გაემგზავრება. კალენიკე თავს არ ზოგავს, შეჯიბრების ფინალში გასვლის იმედი აქვს, მაგრამ პარიზი დიდ ხარჯებს მოითხოვს და უსახსროდ დარჩენილებს მევალეები დევნიან. ბაადურს გული უმტყუნებს და კალენიკეს ხელში ჩააკვდება. ბაადურის სამშობლოში გადმოსასვენებელი თანხის შესაგროვებლად კალენიკე მარსელის პორტში მტვირთავად დაიწყებს მუშაობას.