ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.