დაიბადა 1952 წლის 29 ოქტომბერს ქ. ხონში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის 30-ე საშ. სკოლა. 1970 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრასთან არსებულ კინოსახელოსნოში კინოტელევიზიის განხრით (ხელმძღვანელი პროფ. დიმიტრი თაყაიშვილი). მას საკურსო ნამუშევარად ჩაეთვალა ფილმი ”გამინაწილე სითბო”, ხოლო სადიპლომო ნამუშევრად ფილმი ”სამანიშვილის დედინაცვალი”. არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურიატი, წლის საუკეთესო მხატვარი (1987). მოწყობილი აქვს 15 პერსონალური გამოფენა თბილისში, 3 - მოსკოვში, აშშ, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. არჩეულია იუნესკოს წევრად. მისი ნამუშევრები ინახება ტრეტიაკოვის სახ. გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.