დაიბადა 1918 წლის 6 ივლისს, ქ. თბილისში. მისი ნამდვილი გვარია აპრესიანი. 1942 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1942-1987 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. 1962-1964 წლებში იყო თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).