დაიბადა ქუთაისში 1924 წლის 26 დეკემბერს. 1942 წელს დაამთავრა თბილისის მე–15 საშ. სკოლა. 1946 წელს კი შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1971 წელს იმავე ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1970–1991 წლებში თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში კითხულობდა მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კურსს. 1946–1953 წლებში მუშაობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).