კოლმეურნეობა "განთიადი" მეზობელ კოლმეურნეობასთან შეჯიბრში დამარცხდება. შრომის ახლებური მეთოდების დანერგვით და გამოცდილი მეჩაიეს ხელმძღვანელობით "განთიადი" დროებით წარუმატებლობას დაძლევს და პირველობას დაიბრუნებს. საერთო სიხარულის მიუხედავად მოწინავე მეჩაიე ეთერი უგუნებოდაა – მისმა შეყვარებულმა, ბიძინამ, ფრონტიდან დაღუპული მეგობრის ვაჟი ჩამოიყვანა, რომელიც ეთერს ბიძინას შვილი ჰგონია. მალე ბავშვს დედა ჩამოაკითხავს და გაუგებრობა გაირკვევა.