დიდედა დაროს მალამო უებარი წამალია. მეზობლები მალამოს სანაცვლოდ სანოვაგეს არ აკლებენ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცის ოჯახს. დარო ერთადერთ შვილიშვილს, ზურიკოს თავს ევლება და წუხს, რომ რძალმა ოჯახი მიატოვა... მთავრდება ომი. დარო ფრონტიდან დაბრუნებულ შვილს ცოლის მოყვანას ურჩევს. ზურიკო ვერ ურიგდება აზრს, რომ დედა სხვამ უნდა შეუცვალოს. შეწუხებული დარო გადაწყვეტს, ბიჭი ახალშეუღლებულებს დროებით მოაცილოს და შვილიშვილთან ერთად ქალაქში გადასახლდება.