ჯუნა მუხრანელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კარიერზე სამუშაოდ გაანაწილებენ. ადგილზე ჩასულს გეოლოგის მოვალეობის შესრულების ნაცვლად დროებით ჭაბურღილის ოსტატობას შესთავაზებენ, ბინას საერთო საცხოვრებელში მიუჩენენ. ნიჭიერ ახალგაზრდას ამგვარი პერსპექტივა არ ხიბლავს. გულგრილობას მუშებიც შეატყობენ. გამოსაცდელად დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას სთხოვენ. ჯუნა მანქანას იოლად შეაკეთებს და მათ თავის პროფესიონალიზმში დაარწმუნებს. მშრომელ და გულღია ადამიანებთან ურთიერთობა ჯუნას ცინიკურ დამოკიდებულებას შეცვლის, მუშებიც შეიყვარებენ. მალე თავისუფალი შტატიც გამოჩნდება და ჯუნას ადმინისტრაციაში გეოლოგად გადაიყვანენ.