მტრის მიერ მშობლიური მიწიდან არაერთგზის განდევნილი სამხრეთ საქართველოს მკვიდრნი სხვადასხვა გზებით თუ ბილიკებით, მცირე ჯგუფებად თუ სათითაოდ, შინ დაბრუნებას ცდილობენ. ნაწილი შოდის ხეობაში იკრიბება და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდება. შინ ბრუნდება ახალგაზრდა მწიგნობარი ანთიმოზიც, მაგრამ მის სახლს უცხო ენაზე მოლაპარაკე "სხვა" ხალხი დაპატრონებია. ანთიმოზის დაბრუნება ცნობიერებაშეცვლილ, გადაგვარებულ ბევრ შინაურსაც არ აწყობს. მას კლავენ.