დაიბადა 1938 წლის 17 იანვარს, ქ. მოსკოვში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167–ე საშუალო სკოლა. 1962 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. არის მანჰეიმის (1979) და მიუნხენის (1990) საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). 2007 წელს კინოში გაწეული ღვაწლისათვის, კინოფესტივალ "საჩუქარზე", გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი.