მოსკოვის ერთ პატარა ბინაში ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცი – იგორ სანოვიჩი. უფერულ ნახატებს, უსახურ ფერწერულ ტილოებსა და ხალხური რეწვის ნიმუშებს შორის მისი თვალი დაფარულ შედევრებს ამოიცნობს, სხვათათვის შეუმჩნეველს. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მან სხვადასხვა ეპოქების, კულტურებისა და ხალხების მხატვრული შემოქმედების ნიმუშების უზარმაზარი კოლექცია შეაგროვა, რომელსაც გადარჩენილი საგნების კოლექცია შეიძლება ეწოდოს. იგორ სანოვიჩმა ეს საგნები გადაარჩინა, როგორც ადამიანებს გადაარჩენენ ხოლმე – და ისინიც ცოცხალი არსებებივით, ოჯახის წევრებით არიან მისთვის.