მთიან რაჭაში შუა საუკუნეების ორი ქართული სოფელი შემორჩა – ღები და ჩიორა. უგზოობის გამო დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული სოფლები დავიწყებულია ხელისუფლებისგან. უკეთესი ხვედრის საძიებლად ახალგაზრდობა ტოვებს მთიან რაჭას, ასაკოვანი მოსახლეობა კი მკაცრი ბუნების პირობებში განაგრძობს ცხოვრებას და ყოველდღიურ გამთანგველ შრომასა და ლოცვაში პოულობს ბედნიერებას.