დაიბადა 1979 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ინსტიტუტი, ტელე-საოპერატორო და სარეჟისორო ფაკულტეტები. 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ლექტორად, მონტაჟის რეჟისურის დარგში. არის კინოსტუდია "CREDO"-ს დამფუძნებელი. 2009 წელს მიწვეული იყო ვარშავაში (პოლონეთი) საერთაშორისო ფოტოგამოფენის "Euro Union"– ის პროექტში, ჟიურის წევრად.