ფილმში ნაჩვენებია საუკუნის წინ თურქეთში იძულებით გადასახლებული რიგითი ადამიანების, ქართულ-აფხაზური ოჯახების ისტორიები. ასახულია მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები, რომლებმაც ძლიერი კვალი დატოვა მათ ცხოვრებაზე, მაგრამ ვერ წაშალა ერთმანეთის ნდობა, იმედი და ურთიერთპატივისცემა - ყოველივე ის, რაც ამ ადამიანებს საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა.