დაიბადა 1958 წლის 12 ივნისს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, პარალელურად სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე. 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ოთარ იოსელიანის სახელოსნო). 1986 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი, 1995 წლიდან – ექსპერიმენტული, დამოუკიდებელი სტუდია "მარიხის" ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში - ხელოვნების ინსტიტუტში კინოსარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი, 1995–2000 წლებში მონაწილეობდა გერმანიაში და საფრანგეთში "ნიპკოვი"–ს და "ეურომაჟი"–ს პროექტებში, 2002 წლიდან – არის ევროპის თავისუფალ ხელოვანთა ასოციაცია "ალეატორია XXI"–ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2002–2004 წლებში მონაწილეობდა ევროსაბჭოს და შვეიცარიის შემოქმედებითი განვითარების ფონდის "ავანტი"–ს პროგრამაში. მიღებული აქვს სერთიფიკატი.
მოულოდნელად გარდაიცვალა - 2011 წლის 7 აპრილს