თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე ეს რეგიონი დახურულ სასაზღვრო ზონად ითვლებოდა. აქ გადიოდა საზღვარი ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სისტემებს შორის. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდა და ეს რეგიონიც ღია გახდა დანარჩენი სამყაროსთვის. ტაო-კლარჯეთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენს ირგვლივ უამრავი რამ ხდება, რაც ადამიანის გონებით მიუწვდომელ სიმრავლეს ქმნის. ამ ქაოსში გაბნეულ მცნებებს, სახეებს, თაობებს, ხალხებს აერთებს და აკავშირებს საოცარი ფენომენი – კულტურა. ამაზე მოგვითხრობს ფილმი.