მოხუცი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ სამადლოდ გაზრდილი ობოლი გოგონა ნუცა მფარველის გარეშე რჩება. დედის დაკრძალვაზე ჩამოსული ახალგაზრდა ბატონი უპატრონო გოგონას ნამუსს ახდის. დაფეხმძიმებულ ნუცას ღატაკ სიმონას მიათხოვებენ. ერთხელ ნასვამი სიმონა ნაცემ-ნაბეგვი დაბრუნდება შინ და ჯავრს ნუცაზე იყრის. ცხოვრებისგან გატანჯული ნუცა თავს მოიკლავს.