გოგიტა სოფლის სასადილოსთან მოწანწალე, მებუფეტის მიერ დამდუღრულ ძაღლს შინ წაიყვანს და გამოაკეთებს. ძაღლს ბაბუა სპირიდონიც შეეჩვევა. ერთხელ სოფელში მკვდარ ძაღლს იპოვიან, რომელსაც სხვა ძაღლები დაუკბენია. იმის შიშით, რომ ძაღლი ცოფიანი იყო, მთელი სოფლის ძაღლებს გაჟლეტენ. მეზობელი ბადრია ბაბუასაც ურჩევს ძაღლის მოკვლას. ბაბუა და შვილიშვილი ძაღლს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებენ და მეზობლები რომ არ გაანაწყენონ, გოგიტა მას სოფლიდან გაუშვებს. ბაბუას სიკვდილის შემდეგ მის პანაშვიდზე ძაღლი გამოჩნდება, გოგიტასთან ჩაიმუხლებს და სამძიმარზე შემოსულ ბადრიას მიცვალებულთან მიახლოების საშუალებას არ მისცემს. მამის ომიდან დაბრუნებამდე გოგიტას მარტოობას ძაღლი გაიზიარებს.