შვიდი დღე ტიბეტში იგივეა, რაც 7 წელი პარიზში ან 70 – ნიუიორკში ან... ანალიზის უნარს კარგავ, მეხსიერება შენელებულია, კითხვები არ გიჩნდება. მილიონნახევარი ტიბეტელი შეეწირა ჩინეთის აგრესიას. 3000 მონასტრიდან სრულ განადგურებას 10 მონასტერი გადაურჩა, მარტო "პოტალაში" 70 000 ლამა დახვრიტეს, დალაი-ლამა სამშობლოდან განდევნილია. ტიბეტს ჩინელი წითელი სამხედროები აკონტროლებენ. მიუხედავად ამისა, ყოველი ტიბეტელი დღე-ღამის 24 საათიდან 18 საათს შრომასა და ლოცვაში ატარებს. ტიბეტელი მადლობას უხდის განგებას იმისთვის, რომ ტიბეტელია, რომ ბუდისტია, რომ მზე ჰიმალაიდან ამოდის და ჰიმალაიში ჩადის.