ჰერბერტ ნოიმანი ფინანსურ მრჩევლად მუშაობს გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. საელჩოს თანამშრომელ ნანასთანაც კი, რომელთანაც ფარული რომანი აქვს, ვერ აღწევს თავს აუტანელ მარტოობას. ჰერბერტის მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობოა ნამდვილ მეგობრობად გადაიქცევა. თუმცა საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება.