ეს არის ნაღვლიანი ფსიქოდელიური ზღაპარი ბავშვობის ოთხ მეგობარზე. 90–იანი წლების საქართველოში ისინი ცხოვრების გზას ირჩევენ: ერთი მათგანი მღვდლობას გადაწყვეტს, ორი მოახლოებულ ომში წასვლას. ფილმი მეოთხე პერსონაჟს, ტიტოს მიყვება. ტიტო ჰალუცინაციურ მოგზაურობაში გადაეშვება ამსტერდამიდან ანტვერპენისაკენ, სადაც თავისი შეყვარებული ეგულება.