მარუხის უღელტეხილთან მთამსვლელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამხედრო ფოსტალიონის სამკუთხა ბარათებით სავსე ჩანთა იპოვეს. წერილები ოცდაათი წლის დაგვიანებით დაეგზავნა ადრესატებს, რომლებიც ამ ფილმის პერსონაჟებად იქცნენ. ფილმი რამდენიმე ნოველისგან შედგება და ომის წლების სევდიან ამბებს ასახავს.