მოლიერის პიესის მიხედვით. ორ დიდგვაროვან მეგობარს პირად ცხოვრებაში სირთულეები შეექმნება: ერთს მამის შერჩეული ქალის ცოლად შერთვა არ სურს, მეორე მშობლის დაუკითხავად, ფარულად დაქორწინდება საყვარელ ქალზე. მოხერხებული მსახურის, სკაპენის გამჭრიახობის წყალობით ახალგაზრდა ბატონები მშობლების რისხვას გადაურჩებიან. უკმაყოფილო არც სკაპენი დარჩება - მდიდარ მამიკოებს გვარიან თანხას დასტყუებს.