სოფელში დაფასებული ექიმი ელენე დასვენების დღეს თბილისში, დედისა და დის მოსანახულებლად ჩამოვა. ნაცნობებსაც მოიკითხავს, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვობის მეგობრის, სულხანის ნახვა ენატრება. მის სიყვარულს დიდი ხანია გულში საიდუმლოდ ატარებს. მაგრამ სულხანი მეგობარ ქალთან ერთად ქალაქგარეთ არის. ელენეს მარტოსულობას ვერავინ ხვდება. დასვენების დღე მალე ჩაივლის. ელენე სოფელში დაბრუნდება.