ქართველი კინომსახიობი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.