ციხიდან გამოპარული რეციდივისტი ოთარ ობოლაძე ძველ ქურდს, კარპოვიჩს აიძულებს ძარცვაში მონაწილეობაზე დათანხმდეს. საქმეში სტუდენტ ნუკრისაც ჩაითრევენ და მსხვერპლად ნუკრის მეგობრის მამას, ნიკო ჩლაიძეს აირჩევენ. ნიკო შვილის მეგობარს კარს გაუღებს, მაგრამ სანამ გაძარცვავენ, მოულოდნელად გულის შეტევით კვდება. კარპოვიჩი მონეტების მითვისებას შეეცდება. რისთვისაც მას ოთარი მოკლავს. გაქცეული ნუკრი მანქანით გადაიჩეხება. გამომძიებელი ზაზა ოთარის კვალს ბათუმში მიაგნებს. პეტრას ციხის ნანგრევებთან მიმწყვდეული ობოლაძე იძულებული გახდება კანონდამცავებს ჩაბარდეს.