საპროექტო ინსტიტუტის სალაროდან დიდ თანხას გაიტაცებენ. მოლარეს, ცნობილ ფილატელისტ კასრაძეს საკუთარ ბინაში მოკლულს აღმოაჩენენ. გამომძიებელი დაადგენს, რომ ორივე დანაშაული დირექტორის მოადგილემ, ფერაძემ ჩაიდინა. მან ჯერ თანხა გაიტაცა, შემდეგ შეშინებულ მოლარეს იშვიათი მარკების კოლექციის სანაცვლოდ დახმარებას დაპირდა. მოლარე მიხვდა, რომ ძარცვა ფერაძემ მოაწყო, მის დაკავებას შეეცადა და დამნაშავესთან ჭიდილში ტყვიამ იმსხვერპლა... გამომძიებელი მარკების გადამყიდველთან გამგზავრებულ ფერაძეს ოდესაში დააპატიმრებს.