ღარიბი გლეხი ვარდენი მდიდარი საცოლის პოვნას გადაწყვეტს, მაგრამ მისი სიღატაკე მაჭანკლებსაც აფრთხობს. კულაკ გალაქტიონის წაქეზებით ვარდენი ცხენის მოპარვას შეეცდება, მაგრამ ქურდობაზე წაასწრებენ და საფრთხეს ძლივს გადაურჩება. თანასოფლელი ქალიშვილის, ჟუჟუნას დახმარებით ვარდენს სამჭედლოში მიიღებენ სამუშაოდ. იგი პატიოსანი შრომით თანასოფლელთა ნდობას დაიმსახურებს და აღარც ჟუჟუნა ითაკილებს მისგან ხელის შეთავაზებას.