დაიბადა 1917 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში. 1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში მსახიობად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).