მეორე მსოფლიო ომის დროს მამაკაცების გარეშე დარჩენილ სოფელში დარდი და სიდუხჭირე დაისადგურებს. ცხოვრების სიმძიმე ობოლ სოსოიას ადამიანებისადმი თანადგომას ადრე ასწავლის - ბიჭი მარტოხელა მამიდაზე ზრუნავს, ზრუნავს ბავშვობის მეგობარ უსინათლო ხატიაზე, სულით ავადმყოფ ბეჟანაზე, დაჭრილ რუს ჯარისკაცზე... მთავრდება ომი. სოსოიას სწამს, რომ ცხოვრება გამოკეთდება, ხატიას თვალი აეხილება და ცხოვრების გზას მასთან ერთად გაივლის.