ქმარს გაცილებული მსახიობი ქალის, ოლოლის ცხოვრება პროვინციული ქალაქის მკვიდრთა ჭორაობის საგანია. ოლოლი მამის თანამშრომელს მოსწონს, მაგრამ ქალს კარიერისტი თაყვანისმცემელი სასაცილოდ არ ყოფნის, მას მშენებლობის მძღოლი გუჯა უყვარს. ოლოლის გაცნობის შემდეგ გუჯა პირველად მოხვდება თეატრალთა წრეში, მათ ყოფას გაეცნობა, მაგრამ თავს ვერ დააღწევს საზოგადოების იმ ნაწილის აზრს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. ის ცოლად სხვა ქალს შეირთავს. ოლოლი ნუგეშს საყვარელ პროფესიაში პოულობს.