დაიბადა 1941 წლის 8 დეკემბერს, ქ. ზესტაფონში. ზესტაფონის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის, სამსახიობო ფაკულტეტზე. 1965 წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი როლით თორნიკე რეზო თაბუკაშვილის პიესაში "რას იტყვის ხალხი", რეჟისორი ა. გუბელაძე. 1967 წელს განახორციელა პირველი რეჟისორული ნამუშევარი პლეტჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი". 1967 წლიდან მუშაობს ზესტაფონის სახალხო თეატრის რეჟისორად, 1975 წლიდან კი - სარაიონო კულტურის სახლის დირექტორად. მის სახელთანაა დაკავშირებული სახალხო თეატრისათვის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭება. 1990 წლიდან სახელმწიფო თეატრის დირექტორია.1990 წლიდან სახელმწიფო თეატრის დირექტორია. უშანგი ჩხეიძის პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.