ფილმი ინტელიგენციის იმ თაობის მწარე ხვედრს წარმოაჩენს, რომელიც იდეოლოგიურ დესპოტიზმს დაუპირისპირდა. პოლიტიკურ შეხედულებათა თავისუფალი გამოხატვისთვის პოეტ თამაზ ენგურს შინსახკომის ჯურღმულში გამოამწყვდევენ. ძალადობა, ციხეში ნანახი და განცდილი მის სულს მძიმე დაღს დაასვამს, საპატიმროდან გათავისუფლებული თამაზი გულის შეტევით კვდება.