მარინე, რომელსაც უდარდელი ხასიათის გამო თანასოფლელებმა „ჭრიჭინა“ შეარქვეს, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში მიდის და ნათესავებთან ბინავდება. პირველივე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ დარცხვენილი ბრუნდება ბიძის სახლში, სადაც მოულოდნელ დახვედრას უწყობენ, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ჭრიჭინა გამოსავალს ეძებს, თავის დასაძვრენად ერთ ტყუილს მეორეს უმატებს და სოფელში ბრუნდება. ტყუილები გამოაშკარავდება, სულელურ ვითარებაში აღმოჩენილი ახლობლები შეურაცხყოფილები არიან. მარინე საქციელს მოინანიებს და გამოსწორდება, ფერმაში დაიწყებს მუშაობას და შეყვარებულსაც შემოირიგებს.