დაიბადა 1908 წლის 7 აპრილს ჭიათურაში. 1924 წელს დაამთავრა ჭიათურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ბანკში. 1941-1945 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელ სექტორზე. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1935 წლიდან. 1965 წლიდან მუშაობდა ჟურნალ ”საქართველოს ქალის” მთავარ რედაქტორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).