ბანაკის პიონერებმა ჩაძირული ქალაქის აღმოჩენა გადაწყვიტეს. მებაღე ერმილე, რომელსაც სახლში ზღვის ფსკერიდან ამოღებული, ჩაძირული ქალაქის არსებობის დამადასტურებელი არაერთი ნივთი აქვს, ბავშვებს ძებნაში ეხმარება. ერმილეს ფერწერული ტილოების კოლექციაც აქვს. ედიშერი უსინდისოდ ცდილობს ერთ-ერთი ძვირფასი ტილოს ხელში ჩაგდებას. პიონერებს, რომლებიც ერმილეს ნახატის შენარჩუნებაში დაეხმარებიან, ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწევთ.