ფილმი დანიელ ჭონქაძის მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ვარდუას სატრფო, დურმიშხანი, სახლს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად მიდის. დურმიშხანს გაუმართლებს – სარფიან საქმესაც იშოვის და მდიდარ საცოლესაც. ლოდინით გაწამებული ვარდუა მკითხავი გახდება და წლების შემდეგ მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს – მკითხავის რჩევით, იმისთვის რომ ციხე მტკიცე იყოს, სურამის ციხის კედელში ცოცხლად ჩააყოლებენ ზურაბს, დურმიშხანის ვაჟს.