დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისში. 1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1943 წელს მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა გაგრძელა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე და პარალელურად ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1945 წელს გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფ. ნინო დორლიაკის კლასში). 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო) და მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში. აქვე შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიანი ფილმით ”ანდრიეში”. რეჟისორი უსაფუძვლო ბრალდებებით სამჯერ დააპატიმრეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ორ ფილმზე: "შუშანიკის წმება" და "აღსარება". მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერცერთი ვერ განახორციელა.